OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , მეტროსადგური ,,ახმეტელის თეატრი", მუხიანისაკენ მიმავალ გზაზე , ნაკვეთი 01/068 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარის , N 1 , (ნაკვ.1/8) / ქალაქი თბილისი , შპს მუნიციპალური საწარმო , "თბილტრანსი"-ს N4 , ავტოპარკის ტერიტორიიდან / ქალაქი თბილისი , შეშელიძის ქუჩიდან მუხიანში გადასახვევ გზასთან, შპს "ლოგოსის" და "თბილტრანსის" ავტოპარკის ტერიტორიებს შორის

AR1560969Construction permitOther use28 November 2017- Mukhiani
Sign in to follow

Decision

Decision number
3739284
Decision date
19 December 2017
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა არევაძე
Developer (company ID)
400212471

Parcel

Cadastral code
01.11.13.001.079
Owner
შპს "მოდერნ ბიზნეს გრუპ" (400052036)
Area
994 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1560969
Status
Approved
Registered
28 November 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 19 December 2017City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 28 ნოემბერს №AR1560969 განცხადებით მომართა მამუკა არევაძემ და მოითხოვა, ამავე სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, მეტროსადგური ,,ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ, მუხიანისაკენ მიმავალ გზაზე, ნაკვეთი 01/068, ხევძმარის ქუჩა N 1-ში , (ნაკვ.1/8) შპს მუნიციპალური საწარმო "თბილტრანსის" N4 , ავტოპარკის ტერიტორიიდან, შეშელიძის ქუჩიდან მუხიანში გადასახვევ გზასთან, შპს "ლოგოსის" და "თბილტრანსის" ავტოპარკის ტერიტორიებს შორის, შპს ,,მოდერნ ბიზნეს გრუპ"-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.11.13.001.079), მრავალფუნქციური შენობის (საზოგადოებრივი დანიშნულების) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,მოდერნ ბიზნეს გრუპის’’ (ს/კ: №400052036) ნაცვლად შპს ,,გემას’’ ს/კ: №400212471 დაფიქსირებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ,,მოდერნ ბიზნეს გრუპი’’ (ს/კ: №400052036). საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: № 892017124109, მომზადების თარიღი: 2017 წლის 27 ნოემბერი, 15:05:48) თანახმად, მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.11.13.001.079) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,გემა’’ (ს/კ:№400212471), ხოლო მის მიერ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირს წარმოადგენს მამუკა არევაძე, რომელიც სამსახურს მომართავს სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში დამკვეთის მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შპს ,,გემას’’ (ს/კ:№400212471) გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში დამკვეთად შპს ,,მოდერნ ბიზნეს გრუპის’’ (ს/კ: №400052036) ნაცვლად შპს ,,გემას’’ ს/კ: №400212471 დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,გემა’’ (ს/კ: №400212471); 2. სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3674061 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 19 December 2017Decision3739284 - Granted
  3. 28 November 2017Files uploaded

Documents

Reports and surveys1

  • შპს გემას სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal