ქალაქი თბილისი , ქუჩა ტრიკოტაჟი , N 3 , (ნაკვეთი N1/92)
Decision
- Decision number
- 3746443
- Decision date
- 21 December 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ჭუმბურიძე
- Developer (company ID)
- 404510579
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.001.092
- Owner
- მარინე ჩაკვეტაძე (P/N: *********15)
- Area
- 2,072 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.001.092Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1561316
- Status
- Approved
- Registered
- 30 November 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 December 2017Decision3746443 - Granted
- 21 December 2017City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 30 ნოემბერს №AR1561316 განცხადებით მომართეს გიორგი ჭუმბურიძემ და გიორგი კორძაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშრებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ტრიკოტაჟის ქ. N3-ში (ნაკვეთი N1/92), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.12.12.001.092) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის №3670237 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებლები ითხოვენ, სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1282.2 კვ.მ-ს ნაცვლად 1273.1 კვ.მ-ს, საერთო ფართობად 11837.4 კვ.მ-ს ნაცვლად 11828.3 კვ.მ-ს დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1273.1 კვ.მ, საერთო ფართობად 11828.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის №3647892 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal