ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , N 79
Decision
- Decision number
- 3757118
- Decision date
- 27 December 2017
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით შენგელია
- Organization
- 10042
- Developer (company ID)
- 405047364
Parcel
- Cadastral code
- 01.12.04.001.145
- Owner
- შპს გერმანული სამშენებლო კომპანია (405047364)
- Area
- 4,300 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.04.001.145Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1562513
- Status
- Approved
- Registered
- 5 December 2017
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 December 2017City answer
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 05 დეკემბერს №AR1562513 განცხადებით მომართა დავით შენგელიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჩარგლის ქ. #79–ში, შ.პ.ს. გერმანული სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N 01.12.04.001.145) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3640854 და 2017 წლის 17 ნოემბერის №3659056 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: კომერციულ ფართობად 140.5 კვ.მ-ის ნაცვლად 140.47 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 352.4 კვ.მ-ის ნაცვლად 356.05 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 339.01 კვ.მ-ის ნაცვლად 335.35 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა აქტიტექტურულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომში აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებაში, კერძოდ: კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 140.47 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 356.05 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 335.35 კვ.მ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის №1599084 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7),კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 December 2017Decision3757118 - Granted
- 20 December 2017City answer
- 20 December 2017Files uploaded
Documents
Other files1
- 1.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal