OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1563614Construction permitOther use26 December 2017- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
3783732
Decision date
18 January 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თამაზი მურვანიძე
Developer (company ID)
404921545

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.373
Owner
შპს Unique Learning (404921545) (404921545)
Area
1,490 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1563614
Status
Approved
Registered
26 December 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 January 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 08 დეკემბერს №AR1563614 განცხადებით მომართა თამაზი მურვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება განაშენიანების რეგულირების (წითელი) და განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.038.373) უმაღლესი სასწავლებლის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა №3698964 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებით შეცდომით იქნა განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების (წითელი) და განაშენიანების სავალდებული (ლურჯი) ხაზები, კერძოდ: საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში ვერ მოხდება სამსახურის მიერ განსაზღვრული განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზის და განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზის დაცვა. ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების თანხმად, განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი არის მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები. მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი. ამავე დადგენილების თანახმად, განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი არის მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებაში, კერძოდ: ● მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობების და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი ,,განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: (იხილეთ დანართი)’’, ,, დანიშნულება: განაშენიანების ჩამოყალიბება’’ და ,,შეზღუდვა: ძირითადი შენობა–ნაგებობა განთავსდეს განაშენიანების სავალდებულო ლურჯ ხაზზე; განაშენიანების რეგულირების ხაზის მიღმა შესაძლებელია განთავდეს ძირითადი შენობის დამხმარე ფუნქციის მქონე ნაგებობები: პანდუსი, კიბე, ფანჩატური და ა.შ’’ და მათ ნაცვლად დაფიქსირდეს ,,განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: -’’ და ,,დანიშნულება: -‘’. ●გაფრთხილების ველიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: ,,დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების რეგულირების და სავალდებულო ხაზები’’ და მის ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: ,,დაცული იქნეს მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების წითელი ხაზი (იხილეთ დანართი)’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანების თანდართული დანართი ჩანაცვლდეს წინამდებარე ბრძანების თანდართული დანართით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3698964 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ.თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 January 2018Decision3783732 - Granted
  3. 26 December 2017Files uploaded
  4. 26 December 2017City answer
  5. 8 December 2017Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal