OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ფერმწერთა , N 38

AR1564353Construction permitOther use12 December 2017- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
3750214
Decision date
4 January 2018
Outcome
Granted
Construction period
9 March 2017 – 9 July 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა კაპანაძე
Developer (company ID)
405050661

Parcel

Cadastral code
01.14.16.007.057
Owner
შპს "იბერია" (205018835) (205018835)
Area
1,500 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1564353
Status
Approved
Registered
12 December 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 January 2018Decision3750214 - Granted
  2. 4 January 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 12 დეკემბრის №AR1564353 განცხადებით მომართეს მამუკა კაპანაძემ და დავით ლომიძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი ლისში, შპს "ენ კაპიტალი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.14.16.007.057), 2 (ორი) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 09 მარტიდან 2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 1067.66 კვ.მ-ის ნაცვლად 1084.26 კვ.მ-ის, საერთო ფართბად 1127.66 კვ.მ-ის ნაცვლად 1144.26 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება პირველი სართულის საპროექტო გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1084.26 კვ.მ, საერთო ფართობად 1144.26 კვ.მ. 2. ჩანაცვლდეს 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის საპროექტო გეგმა 2017 წლის 12 დეკემბრის №AR1564353 განცხადებაზე შეტყობინებით წარმოდგენილი პირველი სართულის საპროექტო გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 მარტის №3136799 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 12 December 2017Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal