OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლება (ყოფ. დავითაშვილი), ჩიხი III , N 6 / ქალაქი თბილისი , ქუჩა დავითაშვილი , ჩიხი III , N 3 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლება (ყოფ. დავითაშვილი), ჩიხი III , N 2 / ქალაქი თბილისი , ქუჩა დავითაშვილი , ჩიხი III , N 4

AR1565217Construction permitOther use18 December 2017
Sign in to follow

Decision

Decision number
3767031
Decision date
10 January 2018
Outcome
Granted
Construction period
18 November 2017 – 18 November 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვლადიმერ აბრამიშვილი
Developer (company ID)
204525184

Parcel

Cadastral code
01.15.05.090.027
Owner
ამხანაგობა "ეკო სახლი დავითაშვილზე" (204525184)
Area
1,377 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1565217
Status
Approved
Registered
18 December 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 January 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 18 დეკემბერს №AR1565217 განცხადებით მომართეს ვლადიმერ აბრამიშვილმა, ირაკლი კემულარიამ და თემურ გვაგვალიამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ამაღლების ქ. ჩიხი III, N6/დავითაშვილის ქ. ჩიხი III, N3/ამაღლების ქ. ჩიხი III, N2/დავითაშვილის ქ. ჩიხი III, N4–ში, ამხანაგობა ,,ეკო სახლი დავითაშვილზე'' და შპს სამშენებლო კომპანია მონუმენტმშენის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: № 01.15.05.090.027) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 1969.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1965,5 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 4020.4 კვ.მ-ის ნაცვლად 4016.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1965,5 კვ.მ, საერთო ფართობად 4016.5 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3677330 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ.თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 January 2018Decision3767031 - Granted
  3. 18 December 2017Files uploaded

Documents

Other files1

  • scan_განმარტებითი ბარათი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal