ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 7
Decision
- Decision number
- 4100628
- Decision date
- 2 August 2018
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზ ბაზერაშვილი
- Developer (company ID)
- 204381178
People
- Specialistსაჭიროების შემთხვევაში ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
- Name
- თათია ღვინერია
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.18.04.001.006
- Owner
- შპს "პურის სახლი" (204381178) (204381178)
- Area
- 1,268 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.04.001.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1565977
- Status
- Rejected
- Registered
- 8 January 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 206 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 August 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 8 იანვრის AR1565977 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, გორგასალის ქ. #7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.04.001.006) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელის რეკონსტრუქციის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.04.001.006) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) და საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2–ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა ------------------- საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3) წარმოადგენს ზონას, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე. განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 1,5 კოეფიციენტი კ-3 0,3 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 300/400* კვ.მ მინიმალური სიგანე 9/12* მეტრი მინიმალური სიღრმე 20/25* მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15* მეტრი შენიშვნა *მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის და სასტუმროსთვის მოცემული საკადასტრო ერთეული ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის ადგენილ მინიმალურ პარამეტრებს (იხ.დანართი). აქედან გამომდინარე, მისი სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია სპეციალური ზონალური შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. საკითხი, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N7-ში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.18.04.001.006) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელის რეკონსტრუქციისთვის, ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით, განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 ივლისის ბ01.011821146 ბრძანებით უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, გორგასლის ქ. N7-ში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.18.04.001.006) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელის რეკონსტრუქციისთვის, ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე. დანართის სახით გიგზავნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 ივლისის ბ01.011821146 ბრძანებას.
Show moreShow less
- 2 August 2018Decision4100628 - Refused
- 29 January 2018City answer
- 29 January 2018Files uploaded
- 21 December 2017Files uploaded
- 19 December 2017Files uploaded
- 19 December 2017Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- (21-12-2017 ) gorgaslis+7.dwg
Other files8
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal