OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , დასახლება ლილო , ქუჩა ჭირნახული , მიმდებარედ , (ნაკვეთი 02/046)

AR1568076Construction permitOther use29 December 2017- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
3786706
Decision date
25 January 2018
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლაშა ლალიაშვილი
Developer (company ID)
406161807

Parcel

Cadastral code
01.19.27.002.046
Owner
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
Area
2,504 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1568076
Status
Rejected
Registered
29 December 2017
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
27 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 25 January 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 29 დეკემბრის #AR1568076 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილების არარად აღიარებას. პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის #3105529 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქუჩის მიმდებარედ, (ნაკვ. 02/046), #01.19.27.002.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მოგვიანებით, სამსახურს 2017 წლის 08 დეკემბერს #AR1563099 განცხადებით მომართა ლაშა ლალიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის #3105529 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა. კერძოდ, საპროექტო ობიექტად, სავაჭრო პავილიონის და ავტოგასამართი ნაგებობების დაფიქსირება. 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილებით ლაშა ლალიაშვილს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დღეისათვის, ლაშა ლალიაშვილი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილების არარად აღიარებას, ვინაიდან მისი განმარტებით, 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილება უკანონოა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ხოლო, ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს ლაშა ლალიაშვილის მოთხოვნა სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის № 3758054 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 25 January 2018Decision3786706 - Refused
  3. 29 December 2017Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal