OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გამრეკელი , N 23 , მიმდებარედ ნაკვეთი 25/162

AR1569222Construction permitOther use9 January 2018- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
3782343
Decision date
17 January 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე ქამუშაძე
Developer (company ID)
404997786

Parcel

Cadastral code
01.14.02.025.162
Owner
ალექსანდრე ქამუშაძე (P/N: *********95)
Area
302 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1569222
Status
Approved
Registered
9 January 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2018City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 09 იანვარს №AR1569222 განცხადებით მომართა ალექსანდრე ქამუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამრეკელის ქუჩა #23 ის მიმდებარედ (ნაკვეთი 25/162), მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.02.025.162), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და 2014 წლის 30 ოქტომბრის №1564905 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 თებერვლის №3103913 ბრძანებით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №3601131 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 907.0 კვ.მ, საერთო ფართობად 1278.2 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: დამხმარე ფართობის - 204 კვ.მ-ის ამოღებას, საცხოვრებელ ფართობად 907.0 კვ.მ-ის ნაცვლად 766.46 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 97.5 კვ.მ-ის ნაცვლად 72.39 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 1278.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1112.55 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: ამოღებულ იქნეს დამხმარე ფართობი - 204 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 766.46 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 72.39 კვ.მ, საერთო ფართობად 1112.55 კვ.მ; 2. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 აგვისტოს №1452832 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 January 2018Decision3782343 - Granted
  3. 9 January 2018Files uploaded

Documents

Other files1

  • ტექკნიკურ ეკონომიკური.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal