OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 129

AR1570004Construction permitOther use11 January 2018- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
3802170
Decision date
5 February 2018
Outcome
Granted
Construction period
2 November 2017 – 12 November 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რამაზ ტვილდიანი
Developer (company ID)
205311820

Parcel

Cadastral code
01.14.02.025.127
Owner
შპს "სპეცავტომეურნეობა" (212273154) (212273154)
Area
2,085 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1570004
Status
Approved
Registered
11 January 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 February 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 11 იანვარს №AR1570004 განცხადებით მომართეს რამაზ ტვილდიანმა და კახაბერ გოზალიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა №129-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.127) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საზაფხულო ფართობად 820.8 კვ.მ-ის ნაცვლად 819.96 კვ.მ-ის, მანსარდის ფართობად 414.9 კვ.მ-ის ნაცვლად 414.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას, რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 9170.35 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 9168.81 კვ.მ-ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 819.96 კვ.მ, მანსარდის ფართობად 414.2 კვ.მ, საერთო ფართობად 9168.81 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებით შეთანხმებული 39.6 ნიშნულზე მდებარე მანსარდის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 11 იანვრის №AR1570004 განცხადებით წარმოდგენილი 39.6 ნიშნულზე მდებარე მანსარდის გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655192 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 February 2018Decision3802170 - Granted
  3. 11 January 2018Files uploaded

Documents

Other files1

  • gaertianebuli mansardis gegma da teqnikuri.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal