ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , მასივი III , კვარტალი VII , კორპუსი 10
Decision
- Decision number
- 3791527
- Decision date
- 25 January 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვლადიმერი გელაშვილი
- Developer (company ID)
- 406126133
Parcel
- Cadastral code
- 01.19.20.024.005
- Owner
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
- Area
- 1,620 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.20.024.005Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1572304
- Status
- Approved
- Registered
- 23 January 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 January 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 23 იანვარს №AR1572304 განცხადებით მომართეს ვლადიმერ გელაშვილმა, დიმიტრი ეზიაშვილმა, კობა მინაძემ და გოდერძი ჯაბუამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, მასივი III, კვარტალი VII, კორპუსი 10, მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.19.20.024.005), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და 2018 წლის 17 იანვრის №3780750 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვენ ამავე ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 8863.2 კვ.მ-ის ნაცვლად 8513.2 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 460.9 კვ.მ-ის ნაცვლად 505.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1261.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1342.2 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 250.4 კვ.მ-ის ნაცვლად 141.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1366.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1543.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1619.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1709 კვ.მ-ის დაფიქსირებას, რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 13822.1 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 13755 კვ.მ-ს. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 8513.2 კვ.მ, კომერციულ ფართობად 505.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1342.2 კვ.მ, სარდაფის ფართობად 141.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1543.3 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 1709 კვ.მ, საერთო ფართობად 13755 კვ.მ; 2 . ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 დეკემბრის №3714765 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 January 2018Decision3791527 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal