OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩუბინაშვილი , N 63

AR1572383Construction permitOther use24 January 2018
Sign in to follow

Applicant

Name
ლელა გულედანი
Organization
27531
Developer (company ID)
204541166

Parcel

Cadastral code
01.16.01.008.005
Owner
ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "მშენებელი 2007" (204541166)
Area
864 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1572383
Status
Rejected
Registered
24 January 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
27 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 February 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 24 იანვრის №AR1572383 განცხადება, რომელიც ეხება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების საკითხს. პასუხად გაცნობებთ, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–17² მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აქვს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. ამავე კანონის მე-12² მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 ივნისის №1-1249 ბრძანებით ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქ. №63-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.16.01.008.005), მრავალფუნქციური (კომერციული, საცხოვრებელი) შენობის განსათავსებლად, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და კ-2 განისაზღვრა 3,9-ით. არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე №AR1534434 განცხადება დარეგისტრირდა 2017 წლის 24 აგვისტოს, ასევე, იმავე მოთხოვნით №AR1558089 განცხადება დარეგისტრირდა 2017 წლის 11 დეკემბერს. აღნიშნული არქიტექტურული პროექტების შესაბამისად, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) განსაზღვრულია 3,4-ით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე №AR1534434 განცხადება დარეგისტრირდა 2017 წლის 24 აგვისტოს, ხოლო №AR1558089 განცხადება დარეგისტრირდა 2017 წლის 11 დეკემბერს, ანუ, 2017 წლის 1 ივნისის შემდგომ, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადებასთან დაკავშირებით მოამზადოს საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

    Show more
  2. 24 January 2018Files uploaded

Documents

Consents and orders1

  • მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 1-1249.pdfOpen ↗

Other files3

  • გადახდის გრაფიკი გაწერილი ერთ წელზე.pdfOpen ↗
  • 03.01.2018.pdfOpen ↗
  • 3 ერთად.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal