OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას IV შესახვევის კუთხეში.

AR1572453Construction permitOther use24 January 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3796340
Decision date
31 January 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
საეიდ ებადი
Developer (company ID)
400191065

Parcel

Cadastral code
01.14.03.024.015
Owner
შპს "ს-5" (400099237)
Area
404 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1572453
Status
Not reviewed
Registered
24 January 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 January 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1572453 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.03.024.015) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.03.024.015), დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1)–ში შესაძლებელია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის (იხ.დანართი). სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სატრანსპორტო ზონა 1 –ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1)-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების საკითხი საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. ამასთან, საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი: #01.14.03.024.015) არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (15.11.2011 წ. #1742) (30.10.2015წ. ბრძანება №2270208), შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (07.08.2014 წლის ბრძანება №1426262; 30.06.2016 წ. ბრძანება №2684089).

    Show more
  2. 31 January 2018Decision3796340
  3. 24 January 2018Files uploaded

Documents

Other files2

  • [number].pdfOpen ↗
  • საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal