OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) N37

AR1573108Construction permitOther use26 January 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3840746
Decision date
26 February 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ალექსანდრე აბულაძე
Developer (company ID)
404382020

Parcel

Cadastral code
01.15.05.089.008
Owner
შპს "თბილისის ხედი" (404382020)
Area
353 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1573108
Status
Approved
Registered
26 January 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
31 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 February 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 იანვარს №AR1573108 განცხადებით მომართეს ალექსანდრე აბულაძემ და შალვა ჩიტიშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) ქ. N37–ში, შპს "თბილისის ხედი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო, სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის №3089430 გადაწყვეტილებით გაიცა დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 მარტის №ბ–19/01170541415-17 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. თბილისში, ამაღლების (ყოფილი) დავითაშვილის) ქუჩა №37-ში (ს.კ:01.15.05.089.008) მშენებლობა დამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი). განმცხადებლების განმარტებით, პროექტის შეთანხმების სტადიაზე განმცხადებლის მიერ არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში. აქედან გამომდინარე, ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორებას და შეთანხმებული გეგმების, წინამდებარე განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 1153.71 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 588.43 კვ.მ, კომერციული ფართობი: 145.39 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 61.41 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 106.92 კვ.მ, სარდაფის ფართობი: 235.26 კვ.მ. ასევე სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 February 2018Decision3840746 - Granted
  3. 14 February 2018City answer
  4. 14 February 2018Files uploaded
  5. 26 January 2018Files uploaded

Documents

Other files2

  • azomviti naxazebi_ amaRlebis 37, ganmartebiti.pdfOpen ↗
  • gegmebi koreqtirebuli,ganmartebiTi baraTi.rarOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal