OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა , გროზნო , N 11ა ;

AR1576037Construction permitOther use8 February 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3820977
Decision date
13 February 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კობა კილასონია
Developer (company ID)
439860214

Parcel

Cadastral code
01.16.03.051.021
Owner
შპს ,,სპეცტრანსი" (204878757) (204878757)
Area
2,650 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1576037
Status
Approved
Registered
8 February 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 February 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 08 თებერვალს №AR1576037 განცხადებით მომართა კობა კილასონიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ჩუღურეთი, გროზნოს ქუჩა N13-ში (ნაკვეთი 051/021), შპს "BARI ბარი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.16.03.051.021) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 19 მარტიდან 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3708847 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი ჩუღურეთი, გროზნოს ქუჩა N11ა-ში, მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.16.03.051.021) მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2018 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 3744.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3745.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 326.7 კვ.მ-ის ნაცვლად 327.3 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 506.9 კვ.მ - ის ნაცვლად 524.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5615.3 კვ.მ-ის ნაცვლად 5634.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებით შეთანხმებული +6,600, +9,900, +13,200, +16,500, +19,800, +23,100 +26,400 და +29.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმების 2018 წლის 08 თებერვალს №AR1576037 განცხადებით წარმოდგენილი +6,600, +9,900, +13,200, +16,500, +19,800, +23,100 +26,400 და +29.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით ჩანაცვლება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3745.6, საზაფხულო ფართობად 327.3, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 524.7 კვ.მ, საერთო ფართობად 5634.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებით შეთანხმებული +6,600, +9,900, +13,200, +16,500, +19,800, +23,100 +26,400 და +29.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 08 თებერვალს №AR1576037 განცხადებით წარმოდგენილი +6,600, +9,900, +13,200, +16,500, +19,800, +23,100 +26,400 და +29.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის №1792751 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 February 2018Decision3820977 - Granted
  3. 12 February 2018City answer
  4. 12 February 2018Files uploaded
  5. 11 February 2018City answer
  6. 11 February 2018Files uploaded
  7. 10 February 2018Files uploaded
  8. 8 February 2018Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal