ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი IV , (ნაკვეთი 04/036) ; ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი IV , N30 კორპუსის წინ , (ნაკვეთი 04/11) ;
Decision
- Decision number
- 3825031
- Decision date
- 26 February 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვლადიმერ დემეტრაძე
- Developer (company ID)
- 405165217
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.004.044
- Owner
- შპს ვექტორ (405165217)
- Area
- 316 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.004.044Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1576189
- Status
- Approved
- Registered
- 8 February 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 18 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 February 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 8 თებერვალს №AR1576189 განცხადებით მომართა ვლადიმერ დემეტრაძემ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ნუცუბიძის ფერდობი, IV მიკრო/რაიონი, (ნაკვეთი 04/036) / ქალაქი თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, IV მიკრო/რაიონი, N30 კორპუსის წინ , (ნაკვეთი 04/11), შპს "ვექტორ"- ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.02.004.044), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 08.02.2018 -დან 08.12.2016-ის ჩათვლით. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 08.02.2018-დან 08.10.2018-ის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 08.02.2018 -დან 08.12.2016-ის ჩათვლით”. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 08.02.2018-დან 08.10.2018-ის ჩათვლით’’. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანება დანაჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 თებერვლის №3812416 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 February 2018Decision3825031 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal