ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , 37-ე კმ , (ნაკვეთი 01/268) ; ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , მე-12 კილომეტრი , გაზ გასამართი სადგურის მიმდებარედ, (ნაკვ. 01/089) ;
Decision
- Decision number
- 3850128
- Decision date
- 7 March 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით კვანტიძე
- Developer (company ID)
- 405221424
Parcel
- Cadastral code
- 01.19.25.001.362
- Owner
- შპს სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი (405221424)
- Area
- 5,043 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.19.25.001.362Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1577225
- Status
- Approved
- Registered
- 13 February 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 March 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 13 თებერვალს №AR1577225 განცხადებით მომართა დავით კვანტიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-სამგორი, კახეთის გზატკეცილზე, 37-ე კმ-ზე , (ნაკვეთი 01/268) და მე-12 კილომეტრზე , გაზ გასამართი სადგურის მიმდებარედ, (ნაკვ. 01/089), მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.19.25.001.362), მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში და ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით’’ ნაცვლად ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით’’ დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 18 (თვრამეტი) თვეზე და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 თებერვლიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით’’. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებაში კერძოდ: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით’’ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2018 წლის 12 თებერვლის №3818229 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 March 2018Decision3850128 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal