OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 29 ; ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 31 ;

AR1579163Construction permitOther use20 February 2018- Samgori
Sign in to follow

Applicant

Name
მურთაზ უგულავა
Organization
20764
Developer (company ID)
206033111

Parcel

Cadastral code
01.17.11.006.044
Owner
შპს "შალვა" (206033111)
Area
3,620 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1579163
Status
Approved
Registered
20 February 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 March 2018City answer

    სამსახურმა განიხილა თქვენი # AR1579163 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი #29; #31; #01.17.11.006.044 საკადასტრო ერთეულზე 2017 წლის 17 ივლისის #3379840 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის კორექტირებას და ითხოვთ განაცხადით მომართვის შემთხვევაში წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურს 2017 წლის 6 ივნისის № AR1511555 განცხადებით მომართა შალვა კალანდაძემ და მოითხოვა 2011 წლის 22 მარტის №339 მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ –თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 22 მარტს ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე, №29-ში (საკადასტრო კოდი: №01.17.11.005.001; ფართით 3675 კვ.მ.) კომერციული ობიექტის ასაშენებლად გაიცა №339 მიწისნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. არქიტექურის სამსახურის 07.03.2013 წ. №577601, 19.11.2015 წ. №2293377 და 30.06.2016 წ. №2684028 ბრძანებებით ცვლილება შევიდა აღნიშნულ პირობებში, სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის № 2856622 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მერიის- სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 მარტის №339 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, 2017 წლის 20 ივნისის #3323149 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის- სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 მარტის №339 მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტის გრაფაში დამატებით დაფიქსირდა ავტოსერვისის შენობა–ნაგებობა, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 17 ივლისის #3379840 ბრძანებით ქ. თბილისში, გამზირი მოსკოვი N29, შპს "შალვა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი 01.17.11.005.001) ავტოსერვისის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტები სამსახურის მიერ არის გაცემული ელექტრონული სახით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდზე (tas.ge) ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ან სამსახურის პასუხის ძიებაში განაცხადის ნომრების მითითების შემთხვევაში. ასევე გაცნობებთ რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე (თქვენს მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს, თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე წარმოების განახლების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით და შესაბამისად სამსახურის მიერ 2012-2018 წლებში გაცემული ნებართვები გამოტანილია ვებ–გვერდზე (tas.ge) და არის საჯარო, ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 February 2018Files uploaded
  3. 20 February 2018Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal