OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინოშვილი , N 69 , (ნაკვეთი N3/22)

AR1580071Construction permitOther use23 February 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3847135
Decision date
2 March 2018
Outcome
Granted
Construction period
8 January 2017 – 8 January 2019
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ აბზიანიძე
Organization
17680
Developer (company ID)
404535035

Parcel

Cadastral code
01.16.01.003.022
Owner
სააქციო საზოგადოება "შოდა" (202886145)
Area
1,307 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1580071
Status
Approved
Registered
23 February 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 March 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 23 თებერვალს №AR1580071 განცხადებით მომართა ზურაბ აბზიანიძემ. განმცხადებელმა მოითხოვა 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი –ჩუღურეთი), ნინოშვილის ქ. N69-ში (ნაკვეთი N3/22) სს "შოდა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N 02/1 და N 06/1 შენობის დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის - ბლოკი "გ" - განთავსების არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 8 იანვრიდან 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ველში გამორჩენილია ავტოსადგომის ფართობის შეყვანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საერთო ფართობად 1685.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1918.6 კვ.მ -ის, ავტოსადგომის ფართობად 233.1 კვ.მ - ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები რადგან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ველში არ იყო დაფიქსირებული ავტოსადგომის ფართობი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1918.6 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 233.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 იანვრის №3035563 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 2 March 2018Decision3847135 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal