OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 80-82/2 , საბურთალოს ქუჩა N4, N6 , (ნაკვეთი N28/37)

AR1580844Construction permitOther use28 February 2018- Saburtalo
Sign in to follow

Applicant

Name
თეა უგულავა
Developer (company ID)
205317548

Parcel

Cadastral code
01.10.13.028.037
Owner
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "სააკაძე-2007"
Area
2,164 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1580844
Status
Approved
Registered
28 February 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
82 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 May 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის №50 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის №50 ბრძანებით დაკმაყოფილდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „სააკაძე-2007-ის“ თავმჯდომარის, გივი სეთურიძის 2017 წლის 18 დეკემბრის №19/0117352788-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3710984 გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. №80-82/2, საბურთალოს ქუჩა №4, №6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.13.028.037) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანების მე-6 პუნქტით დამკვეთს დაევალა 2017 წლის 22 დეკემბრამდე წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბინების რაოდენობის შესაბამისად პარკინგების მოწყობის უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ალტერნატიულ ახლო მდებარე ადგილას, რომელიც, ასევე, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან. ამავე ბრძანების მე-7 პუნქტის თანახმად, მე-6 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანება ითვლება ძალადაკარგულად. სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3710984 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „სააკაძე-2007-ის“ თავმჯდომარის, გივი სეთურიძის 2017 წლის 08 ნოემბრის №AR1555793 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბრძანების მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობის - პარკინგების მოწყობის ვადის გაგრძელება 2019 წლის 22 სექტემბრამდე. ვინაიდან, სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა განსაზღვრულ ვადაში (2017 წლის 22 დეკემბრამდე), სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანება ჩაითვალა ძალადაკარგულად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის №50 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის №3710984 გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საჯარო და კერძო ინტერესების შეფასება თანაზომიერების პრინციპის დაცვით და უპირატესობა მიანიჭოს იმ ინტერესს, რომელიც სამართლებრივად აღმატებულ დაცვის ღირს ინტერესს წარმოადგენს, ხოლო, 2017 წლის 30 ნოემბრის №3710984 გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 თებერვლის №50 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 27 მარტს გაიმართა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა (ოქმი №68). ზეპირი მოსმენის სხდომაზე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „სააკაძე-2007-ის“ თავმჯდომარემ, გივი სეთურიძემ განმარტა, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფოსა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანასაკუთრებაში არსებულ №01.10.13.016.020 საკადასტრო ერთეულზე შესაძლებელია პარკინგების მოწყობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „სააკაძე-2007-ის“ საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე მან მიმართა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, თუმცა, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მისივე განმარტებით, პარკინგის მოწყობისათვის წინასაპროექტო სამუშაოები უკვე განხორციელებულია და პირობის დაკმაყოფილებისათვის საჭიროა მხოლოდ №01.10.13.016.020 საკადასტრო ერთეულზე საკუთრების უფლების მოპოვება, აღნიშნულისათვის კი ამხანაგობა მიიღებს ქმედით ზომებს, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით. სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, რევაზ გოგიაშვილმა კი განმარტა, რომ №01.10.13.016.020 საკადასტრო ერთეული არ წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, რაც გახდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში და დაავალოს დამკვეთს, 2019 წლის 22 სექტემბრამდე, მაგრამ, არაუგვიანეს შენობა-ნაგებობის ექპლუატაციაში მიღებამდე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ბინების რაოდენობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოებრივი პარკინგების (რომელიც ასევე საჭიროა შეთანხმებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან) მოწყობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, დამკვეთი ვალდებულია, 6 (ექვსი) თვის ვადაში სამსახურს წარუდგინოს ზემოაღნიშნული პირობის შესრულების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასევე, ვინაიდან, 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებით გათვალისწინებული პირობის შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, უფლებამოსილმა პირმა სამსახურს მომართა ვადის გასვლამდე, ხოლო, წინამდებარე ბრძანებით მოთხოვნა ვადის გაგრძელების თაობაზე კმაყოფილდება, ჩანაწერი, რომლითაც სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლიდან გამომდინარე, ბათილად იქნას ცნობილი და აღდგეს აქტის მოქმედება. ამასთან, 2019 წლის 22 სექტემბრამდე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანება, ამავე ბრძანების მე-7 პუნქტის თანახმად, ჩაითვლება ძალადაკარგულად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა და 63-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში და ბრძანების: 1.1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დაევალოს დამკვეთს 2019 წლის 22 სექტემბრამდე, მაგრამ, არაუგვიანეს შენობა-ნაგებობის ექპლუატაციაში მიღებამდე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ბინების რაოდენობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოებრივი პარკინგების (რომელიც ასევე საჭიროა შეთანხმებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან) მოწყობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა. 1.2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მე-6 და მე-61 პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანება ჩაითვალოს ძალადაკარგულად.“ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 პუნქტი: „დაევალოს დამკვეთს 6 (ექვსი) თვის ვადაში წარმოადგინოს წინამდებარე ბრძან

    Show more
  2. 28 February 2018Files uploaded

Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal