ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი N3
Decision
- Decision number
- 3866093
- Decision date
- 15 March 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ქეთევან ამირაჯიბი
- Developer (company ID)
- 404550464
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.001.297
- Owner
- ვენერა ამირაჯიბი (P/N: *********10)
- Area
- 1,647 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.001.297Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1582587
- Status
- Approved
- Registered
- 7 March 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 March 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 7 მარტს №AR1582587 განცხადებით მომართეს ქეთევან ამირაჯიბმა და თამარ დორეულმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 8 დეკემბერს №2983512 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი №3, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.17.14.001.297), მრავალფუნქციური შენობის (აპარტჰოტელი და კომერციული) არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 19 დეკემბერს №3005663 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი – ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი №3, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.17.14.001.297), მრავალფუნქციური შენობის (აპარტჰოტელი და კომერციული) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 19.12.2016 -დან 19.12.2018-ის ჩათვლით. ასევე სამსახურმა დაადგინა, რომ განმცხადებლები ქეთევან ამირაჯიბი და თამარ დორეული წარმოადგენენ შპს ,,ასტორია გრუპი’’-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფელბამოსილი პირებს. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებლები ითხოვენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ველში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ,,სალვუს ისანი’’-ს (ID ნომერი: 420000162) ნაცვლად შპს "ასტორია გრუპი"-ს (ID ნომერი: 404550464) დაფიქსირებას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის (N 01.17.14.001.297) მესაკუთრეს საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია N 892018190777 - 06/03/2018, მომზადების თარიღი: 06/03/2018 16:16:45) თანახმად, წარმოადგენს შპს ,,ასტორია გრუპი’’ (ID ნომერი: 404550464) ). შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ასტორია გრუპი’’( ID ნომერი: 404550464). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 დეკემბრის №3005663 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 March 2018Decision3866093 - Granted
- 12 March 2018City answer
- 7 March 2018Files uploaded
Documents
Other files1
- sammxrivi xelshekruleba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal