ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის V მ/რ-ის ჩრდილოეთით ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობი , V მ/რ -ის მიმდებარედ
Applicant
- Name
- ალექსანდრე კოღუა
- Developer (company ID)
- 444549188
Parcel
- Cadastral code
- 01.14.01.001.120
- Owner
- შპს "ელიტ პალასი" (444549188)
- Area
- 1,973 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.01.001.120Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1585026
- Status
- Rejected
- Registered
- 16 March 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 34 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 April 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 16 მარტის №AR1585026 განცხადება, რომელიც ეხება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების საკითხს. პასუხად გაცნობებთ, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–17² მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აქვს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. ამავე კანონის მე-12² მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 19 აპრილის №1–903 ბრძანებით ქ. თბილისში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის ჩრდილოეთით/ნუცუბიძის V მიკრორაიონის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.01.001.120) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განსათავსებლად, გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება და განისაზღვრა კ1=0.7, კ2=5.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სიიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 მარტის №3865633 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით განაცხადი სამსახურში არ დარეგისტრირებულა. ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №1–903 ბრძანებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საფუძველზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული და არც შესაბამისი მოთხოვნით განაცხადი სამსახურში არ ყოფილა წარმოდგენილი, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №1–903 ბრძანებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადებასთან დაკავშირებით საკითხი მოამზადოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
Show moreShow less
- 16 March 2018Files uploaded
- 16 March 2018Files uploaded
- 15 March 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal