OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , თემქის დასახლება, III მ/რ, V კვარტალი N25ა

AR1587272Construction permitOther use21 March 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3902151
Decision date
5 April 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი გიორგაძე
Developer (company ID)
405037213

Parcel

Cadastral code
01.12.05.001.069
Owner
შპს "ა.რ.ტ." (404468820)
Area
2,733 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1587272
Status
Approved
Registered
21 March 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 April 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 21 მარტს №AR1587272 განცხადებით მომართეს გიორგი გიორგაძემ და ზურაბ გოზალიშვილმა და ამავე სამსახურის 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება მოითხოვეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანებით ქ. თბილისში, თემქის დასახლება, III მ/რ, კვარტალი №25ა-ში, შპს „ა.რ.ტ“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.05.001.069) შეთანხმდა ავტოსამრეცხაოს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 11 აგვისტოდან 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. ამავე სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის №3333490 ბრძანებით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. ზემოაღნიშნული ბრძანება განიხილება სამსახურის 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანებასთან ერთად. დღეისათვის, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, (განცხადების რეგისტრაცია: №882017771655; მომზადების თარიღი: 23/08/2017 18:57:12) ქ. თბილისი, თემქის დასახლება, III მ/რ, V კვარტალი, №25ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.12.05.001.069) წარმოადგენს შპს „ნეოგაზის“ საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (რეგისტრაცია ნომერი: №B17050017, მომზადების თარიღი: 05/05/2017 15:50:57) შპს „ნეოგაზის“ ხელმძღვანელობა / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ზურაბ გოზალიშვილი. წინამდებარე განაცხადით, მესაკუთრე ითხოვს სამსახურის 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 61-ე მუხლებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გიორგი გიორგაძისა და ზურაბ გოზალიშვილის 2018 წლის 21 მარტის №AR1587272 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 აგვისტოს №2773465 ბრძანება; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 April 2018Decision3902151 - Granted
  3. 23 March 2018City answer
  4. 23 March 2018Files uploaded
  5. 21 March 2018Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal