ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , შ.პ.ს "დარიალი"-ს მიმდებარედ , (ნაკვეთი N1/29)
Decision
- Decision number
- 3917691
- Decision date
- 19 April 2018
- Outcome
- Refused
- Construction period
- 23 March 2018 – 23 October 2019
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაურ ზაზაძე
- Developer (company ID)
- 205330872
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.001.071
- Owner
- ნანი ჭირაქაძე (P/N: *********68) (P/N: *********68)
- Area
- 763 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.001.071Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1588984
- Status
- Rejected
- Registered
- 27 March 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 April 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 27 მარტს №AR1588984 განცხადებით მომართა ზაურ ზაზაძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3878525 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს №3826294 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - გლდანი, მუხიანის საცხოვრებელ რაიონში, შ.პ.ს. ,,დარიალი“-ს მიმდებარედ, (ნაკვეთი N1/29) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.13.001.071), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2018 წლის 22 მარტის №3878525 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, უსექტორო - გლდანი, მუხიანის საცხოვრებელ რაიონში, შ.პ.ს. ,,დარიალი“-ს მიმდებარედ, (ნაკვეთი N1/29) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.11.13.001.071), მრავალფუნქციური კომპლექსის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 მარტიდან 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში. ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში. გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამდენად, გაცნობებთ, რომ სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3878525 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3878525 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 April 2018Decision3917691 - Refused
- 27 March 2018Files uploaded
Documents
Other files1
- image****-**-**-****53.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal