OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , N13-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , კორპუსი N13-ის მიმდებარედ

AR1589785Change to approved projectMulti-unit residential31 March 2018- Nutsubidze
Total floor area
22,893 m²
Building footprint
1,870.7 m²
Residential area
13,334.3 m²
Plot area
2,835 m²
Height
64 m
Depth below ground
12.8 m
Building volume
80,019 m³

Figures as the applicant entered them in the form; not verified.

Sign in to follow

Decision

Decision number
3905298
Decision date
11 April 2018
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დიმიტრი თოდუა
Developer (company ID)
205275165

People

  • Client
    Name
    დიმიტრი თოდუა
    Personal number
    *********65
    Organization
    შპს ლიდერ გრუპი
    Company code
    205275165
  • Chief architect
    Name
    გიორგი ნანსყანი
    Personal number
    *********55
    Organization
    შპს "ნიუ სითი დეველოფმენთ"
    Company code
    205249248
  • Co-authors
    Name
    დავით პაპიძე
  • Specialistკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    Name
    გიორგი ნანსყანი
  • Specialistსაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    Name
    გუგა ჭოხონელიძე
  • Specialistფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    Name
    დავით გიგინეიშვილი

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.14.02.010.079
Owner
შპს "ლიდერ გრუპი" (205275165)
Area
2,835 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1589785
Status
Rejected
Registered
31 March 2018
Type
Change to approved project

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
11 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 April 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 31 მარტის №AR1589785 განცხადება და პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2016 წლის 01 დეკემბრის №2924939 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები №01.14.02.010.065 და №01.14.02.010.055 საკადასტრო ერთეულებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებისათვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 ნოემბრის №1-2223 ბრძანებით, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, №13 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისთვის განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0.6, კ2=6.0. სამსახურის 2017 წლის 16 აგვისტოს №3476695 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 01 დეკემბრის №2924939 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო მიწის ნაკვეთად დაფიქსირდა №01.14.02.010.079 საკადასტრო ერთეული. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, საპროექტო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 9221.1 კვ.მ-ს. „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, ყველა იმ ობიექტზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე არ შეთანხმებულა არქიტექტურული პროექტი ან არ არის წარდგენილი განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა. სამსახურში შემოსული 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007 და 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 განცხადებებით მოთხოვნილ იქნა შეთანხმებული არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა და დამატებით ახალი შენობის განთავსება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანხმად, ცვლილება ითვალისწინებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკვე შეთანხმებული შენობის ტოლფასი მოცულობის მეორე ბლოკის დამოუკიდებელ შენობად განთავსებას. აღნიშნული ასევე დასტურდებოდა როგორც წარმოდგენილი გეგმებით, ასევე შპს „ჯორჯიან კონტემპორარი კონსტრაკშენის“ 2017 წლის 16 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით. განცხადება არ დაკმაყოფილდა სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3787374 და 2018 წლის 19 მარტის №3874267 გადაწყვეტილებებით, ვინაიდან, მოთხოვნა ითვალისწინებდა ახალ მშენებლობას და შესაბამისად, არ წარმოადგენდა პროექტის კორექტირებას. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საჭიროა მოთხოვნა დაყენებული იქნას ახალი მშენებლობის კუთხით და საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. განსახილველი განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ისევე როგორც 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007 და 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 განცხადებებით წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი, ითვალისწინებს დამატებით სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმებული შენობის ტოლფასი გაბარიტების ახალი მოცულობის განთავსებას, ამჯერად, შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლის გამოყენებით. საპროექტო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 22485.8 კვ.მ-ს. საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული მშენებლობით იმდენად არსებითად იცვლება შეთანხმებული შენობა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი არ შეიძლება განხილული იქნას როგორც შეთანხმებული შენობის საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილება. განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს ახალი მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს. ამასთან, აშკარაა, რომ 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007 და 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 განსახილველი განცხადებებით წამოდგენილი სახით მოთხოვნის დაყენების მიზანს წარმოადგენს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვისგან თავის არიდება. „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი ძირითადი პრინციპებით: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული ითვალისწინებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა გვერდის ავლით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების ფარგლებში დამატებითი ობიექტის/მოცულობის განთავსებას.

    Show more
  2. 11 April 2018Decision3905298 - Refused
  3. 30 March 2018Files uploaded
  4. 30 March 2018Files uploaded
  5. 30 March 2018Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • Drawing2.dwg
  • nuc.sheertebuli.dwg

Reports and surveys1

Other files15

Show all (15)

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal