ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 86
Decision
- Decision number
- 3929159
- Decision date
- 25 April 2018
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 430035927
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.038.712
- Owner
- მურმან დოხნაძე (P/N: *********97)
- Area
- 972 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.038.712Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1589929
- Status
- Rejected
- Registered
- 30 March 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 26 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 April 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 30 მარტის №AR1589929 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ტექნიკური ხარვეზის გასწორებას 2017 წლის 18 ოქტომბრის №3581669 ბრძანებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2017 წლის 18 ოქტომბრის №3581669 ბრძანებით ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, N01.72.14.038.712 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3581669 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს რომ ფუნქცია/დანიშნულების ველში შემდეგი სახის ჩანაწერი: ,,საცხოვრებელი (დასაშვებია თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის) ’’ წარმოადგენს ბრძანების ტექნიკურ ხარვეზს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე (2017 წლის 16 აგვისტო №3568135 გადაწყვეტილება), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 ოქტომბრის №1-2215 ბრძანებით ქ. თბილისში საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.72.14.038.712) გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით. ასევე სამსახურმა დაადგინა, რომ N01.72.14.038.712 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 (სსზ-1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-ში შესაძლებელია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის. ამავე დანართით არის დაშვებული სსზ-1-ში სპეციალური ზონალური შეთანხმებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 18 ოქტომბრის №3581669 ბრძანების ფუნქცია/დანიშნულების ველში მითითებული ჩანაწერი: კერძოდ: დასაშვები დომინირებული სახეობის 60%-იანი შეზღუდვა (საზოგადოებრივ საქმიან ზონა 1-ში საცხოვრებელი ფუნქციით საპროექტო შენობის დატვირთვა დასაშვებია არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ისა) არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 April 2018Decision3929159 - Refused
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal