ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 10
Decision
- Decision number
- 3939694
- Decision date
- 1 May 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილ მელიქიშვილი
- Developer (company ID)
- 404961350
Parcel
- Cadastral code
- 01.18.05.001.042.01.02.001
- Owner
- შპს "ეს კა კონსალტინგი" (404961350)
- Area
- 389 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.18.05.001.042.01.02.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1594818
- Status
- Not reviewed
- Registered
- 23 April 2018
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 May 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: სამსახურმა შეისწავლა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ვინაიდან აღნიშნული ობიექტი მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, არქიტექტურის სამსახურს მსგავსი სახით სარეკლამო აბრების მოწყობა შესაძლებლად არ მიაჩნია. იგი საკმაოდ გადატვირთული სახის მატარებელია და ჭრელი, მიუღებელია ფანჯრის ღიობების (ვიტრინების) სარეკლამო აბრებით სრულად (ათვისება) გადაფარვა, სასურველია უფრო სადა, დახვეწილი სახით მისი შემუშავება, საჭიროა საპროექტო დავალებით განსაზღვრული აბრების რაოდენობის შემცირება, მხატვრულ ვიზუალური ელფერის სადა და მსუბუქი ფორმულირების შემუშავება, ასევე აბრებზე მხოლოდ ძირითადი მანიშნებელი და არა გადატვირთული ხასიათის სიმბოლოების განთავსება. ფოტომონტაჟზე დამატებით დაიტანეთ წარმოსახვითი ხაზით სარეკონსტრუქციო და მის ზემოთ არსებულ ფართს შორის, გაითვალისწინეთ, რომ იმ შმეთხვევაში თუ მოცულობითი სარეკლამო ასოები ცდება სარეკონსტრუქციო ფართს და გადადის მის ზემოთ მომიჯნავე ფათზე, საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული მესაკუთრის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა და შესაბამისი ამონაწერი საჯარო რესტრიდან. საკადასტრო გეგმაზე მონიშნეთ სარეკონსტრუქიცო ნაწილი და არნიშნული დოკუმენტაცია ატვირთეთ „ფაილის მიმაგრება“-ს ველში. სარეკლამო აბრების მოწყობისას გაითვალისწინეთ : - "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. - სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგინეთ განახლებული ფოტომონტაჟი დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით. ასევე წარმოადგინეთ განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მესაკუთრის მიერ გაცემული მინდობილობა ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში მესაკუთრის თანხმობა, ასევე, შესაძლებელია უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. იმ შემთხვევაში თუ არსებული შენობა/ნაგებობა, რომელზეც ხდება სარეკლამო აბრების განთავსება, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მშენებარე ობიექტის დამკვეთის) თანხმობა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 1 May 2018Decision3939694
- 23 April 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal