ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩიქოვანი , (ნაკვ. 08/014)
Decision
- Decision number
- 3963482
- Decision date
- 16 May 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კოტე მორალიშვილი
- Developer (company ID)
- 205301314
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.008.014
- Owner
- მაია ტრაპაიძე (P/N: *********45) (P/N: *********45)
- Area
- 936 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.008.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1594968
- Status
- Approved
- Registered
- 24 April 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 May 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 24 აპრილის №AR1594968 განცხადებით მომართა კოტე მორალიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებით №01.14.14.008.014 საკადასტრო ერთეულზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის №3905642 ბრძანებით გასწორდა სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლების ნაწილში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, საერთო ფართობად დაფიქსირდა 7252.03 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4301.6 კვ.მ, ხოლო, საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 840.0 კვ.მ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობის 778.43 კვ.მ-ის, ხოლო, საცხოვრებელი ფართობის 4247.88 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებით შეთანხმებული არიქტექტურული პროექტის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს, შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე საფუძვლია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობების მაჩვენებლების ცვლილება გამოიწვევს ასევე საერთო ფართობის ცვლილებას. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად, ბრძანებაში საერთო ფართობად უნდა დაფიქსირდეს 7136.74 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებაში, კერძოდ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:778.43, საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:4247.88, საერთო ფართობი (კვ.მ).:7136.74. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 08 ივლისის №2697387 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 May 2018Decision3963482 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal