ქალაქი თბილისი , დაბა წყნეთი , ქუჩა სტალინის , N 2 , მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 3970843
- Decision date
- 21 May 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკა ჭუმბურიძე
- Developer (company ID)
- 205346892
Parcel
- Cadastral code
- 01.20.01.010.435
- Owner
- ი.ბ.ა. წყნეთი 101 (205346892)
- Area
- 337 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.20.01.010.435Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1595940
- Status
- Approved
- Registered
- 26 April 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 25 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 May 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 აპრილს №AR1595940 განცხადებით მომართა ნიკა ჭუმბურიძემ და ამავე სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებაში უკანა ეზოს რეგულირების ხაზთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებით ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, სტალინის ქ. №2-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთისთვის (საკადასტრო კოდი: №01.20.01.010.435), ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებაში უკანა რეგულირების ხაზთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორება, რადგან განმცხადებლის განმარტებით, მიწის ნაკვეთისთვის დადგენილია უკანა ეზოს რეგულირების ხაზი და ბრძანებაში აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი გამორჩენილია. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებაში და ველში „უკანა ეზო“ მიეთითოს: იხილეთ დანართი. ასევე, ველში - „მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე“ მიეთითოს: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრის მხრიდან და უკანა ეზოდან, ფორმულით H=L/Y. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის №3687557 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 May 2018Decision3970843 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal