OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი ქვემო ლისი

AR1595953Construction permitOther use26 April 2018- Tkhinvala
Sign in to follow

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
404855992

Parcel

Cadastral code
72.16.18.827
Owner
შპს ჰელიქსი (404855992)
Area
1,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1595953
Status
Approved
Registered
26 April 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 May 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №2517724 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 აპრილს №AR1595953 განცხადებით მომართეს ვასილ ცომაიამ და გიორგი ცომაიამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №2517724 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №2517724 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი-ლისი, სოფელ ქვემო ლისში, მოქ. ზაურ ლაგაზიძის და შპს "ჰელიქსი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №827), I კლასის ლითონის ღობის მოწყობის შესაძლებლობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: № 882016733239 – 24/10/2016; მომზადების თარიღი: 26/10/2016 13:57:53) ქ. თბილისში, სექტორი-ლისი, სოფელ ქვემო ლისში N 72.16.18.827 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ გიორგი ცომაია და შპს ,,ჰელიქსი’’. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს ,,ჰელიქსი’’-ს დირექტორს წარმოადგენს ვასილ ცომაია. განმცხადებლების მიერ 2018 წლის 19 აპრილის №AR1593607 განცხადებაზე ატვირთული ფოტომასალიდან დასტურდება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე ღობის მოწყობის სამუშაოები ნაწარმოები არ არის. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად ლითონის ღობის მოწყობის ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №2517724 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქეების ვასილ ცომაიას და გიორგი ცომაიას 2018 წლის 26 აპრილს № AR1595953 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 აპრილის №2517724 გადაწყვეტილება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal