OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა ასათიანი , N10 , (ნაკვ.14/012)

AR1599790Construction permitOther use10 May 2018- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
3956748
Decision date
11 May 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვლადიმერ აბრამიშვილი
Developer (company ID)
404390967

Parcel

Cadastral code
01.10.15.014.014
Owner
შპს " BD Property" (404390967)
Area
7,897 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1599790
Status
Approved
Registered
10 May 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 May 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 10 მაისის №AR1599790 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებით ქ. თბილისში, ასათიანის ქ. №10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.15.014.014) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის პირველი სექტორში მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 აპრილიდან 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 24 აპრილის №3927863 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში, კერძოდ, სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულზე მდებარე გეგმა ჩანაცვლდა 2018 წლის 23 აპრილის №AR1594689 განცხადებაზე წარმოდგენილი 0.00 ნიშნულზე მდებარე გეგმით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 7.1 და -4.1 ნიშნულებზე -2 და -1 სართულების გეგმებზე შეცდომით არის მითითებული სათავსის დანიშნულება და ნაცვლად კომერციულია უნდა იყოს სარდაფი, ხოლო, ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციული ფართობის ნაცვლად უნდა ფიქსირდებოდეს სარდაფის ფართობი. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, -7.1 და -4.1 ნიშნულებზე -2 და -1 სართულების გეგმების ამავე განცხადებით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით ჩანაცვლება და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციული ფართობის ნაცვლად, სარდაფის ფართობის (1317.0 კვ.მ.) დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებელის მოთხოვნის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებელთა მოთხოვნა, შეიტანოს ცვლილება 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, ასევე შეთანხმებული, -7.1 და -4.1 ნიშნულებზე, -2 და -1 სართულების გეგმები ჩაანაცვლოს 2018 წლის 10 მაისის №AR1599790 განცხადებით წარმოდგენილი, ამავე სართულების გასწორებული გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციული ფართობის ნაცვლად დაფიქსირდეს სარდაფის ფართობი (კვ.მ).: 1317.0 და შეთანხმებული, -7.1 და -4.1 ნიშნულებზე, -2 და -1 სართულების გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 10 მაისის №AR1599790 განცხადებით წარმოდგენილი, ამავე სართულების გასწორებული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №3922820 ბრძანებასთან ერთდ. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 May 2018Decision3956748 - Granted
  3. 9 May 2018Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal