OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N45ა

AR1601580Construction permitOther use17 May 2018- Didube
Sign in to follow

Applicant

Name
სოფიო მინდელი
Developer (company ID)
400043412

Parcel

Cadastral code
01.13.05.004.056
Owner
ჯულიეტა ჯეჯეია (P/N: *********42)
Area
1,300 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1601580
Status
Approved
Registered
17 May 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 May 2018City answer

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1601580 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ქ, თბილისში, კოსმონავტების სანაპირო #45ა-ში, #01.13.05.004.056 საკადასტრო ერთეულზე წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წლის 05 აპრილის #3902495 ბრძანებით კოსმონავტების სანაპირო N45ა-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკად. კოდი N01.13.05.004.056) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, რომლის საფუძველზეც სამსახურის 2018 წლის 21 მაისის #3972856 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, კოსმონავტების სანაპირო #45ა-ში, (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) ამ ეტაპზე სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal