OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა ქიაჩელი , N 15, N15ა, N17ა, N19 , (ნაკვეთი 022/058)

AR1601875Construction permitOther use18 May 2018
Sign in to follow

Applicant

Name
გიორგი ხურციძე
Developer (company ID)
404524742

Parcel

Cadastral code
01.15.03.022.058
Owner
შპს "სევენს სქაი" (204482951) (204482951)
Area
2,329 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1601875
Status
Rejected
Registered
18 May 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 June 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 მაისს #AR1601875 განცხადებით მომართა გიორგი ხურციძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 და 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი – მთაწმინდა), ქიაჩელის ქ. N15, N15ა, N17ა, N19–ში (ნაკვეთი 022/058), შპს "ქიაჩელი რეზიდენსი"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში. ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, ვინაიდან განმცხადებელი არ წარმოადგენს ნებართვის მფლობელს და ამავე დროს განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს გიორგი ხურციძის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 და 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. დამატებით გაცნობებთ, რომ ასმათ ტყაბლაძის, გიორგი ხურციძის, ზაალ ანჯაფარიძის, ეთერ გრიგოლავას, თამარ თევდორაძისა და ხათუნა ინჯიას, ასევე სს „ვერე უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის შლომო შაულის წარმომადგენლის, გიორგი ნატროშვილის მიერ, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებულ იქნა სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 და 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 25 აპრილის #145 ბრძანებით, საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სხვა გასაჩივრებულ აქტებთან ერთად, ძალაში დარჩა სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 და 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებები. განგიმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 25 აპრილის #145 ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული პირის მიერ, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 May 2018Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal