OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გლდანის I მ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , მასივი გლდანი , მიკრო/რაიონი I , კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ

AR1602220Construction permitOther use20 May 2018- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
4003833
Decision date
8 June 2018
Outcome
Granted
Construction period
16 June 2016 – 16 May 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გია ჯანაშია
Organization
12580
Developer (company ID)
400158235

Parcel

Cadastral code
01.11.12.015.180
Owner
ელგუჯა პაპასქუა (P/N: *********90)
Area
1,623 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1602220
Status
Approved
Registered
20 May 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
19 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 June 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 მაისს №AR1602220 განცხადებით მომართა გია ჯანაშიამ. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – გლდანი, გლდანის I მ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი, მასივი გლდანი, მიკრო/რაიონი I, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკ. კოდი №01.11.12.015.180), მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: კომერციულ ფართობად 487.9 კვ.მ-ის ნაცვლად 488.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1017.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1017.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6925.2კვ.მ-ის ნაცვლად 6925.7 კვ.მ დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6925.7 კვ.მ; კომერციულ ფართობად 488.3 კვ.მ; ავტოსადგომის ფართობად 1017.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის №2608903 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 8 June 2018Decision4003833 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal