ქალაქი თბილისი , ჩერქეზიშვილი N 2
Decision
- Decision number
- 4030243
- Decision date
- 22 June 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანა არეშიძე
- Developer (company ID)
- 400192689
Parcel
- Cadastral code
- 01.10.12.019.005
- Owner
- მზია დიდავა (P/N: *********61) (P/N: *********61)
- Area
- 554 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.12.019.005Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1605317
- Status
- Approved
- Registered
- 1 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 June 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 1 ივნისის №AR1605317 განცხადებით მომართა ანა არეშიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჩერქეზიშვილის ქუჩა N 2-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი№ 01.10.12.019.005), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 07.03.2016 წ-დან 07.03.2019 წ-ის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 16 აპრილის № 3913198 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებაში და დამკვეთად გივი მგალობლიშვილის, მზია დიდავას, ნატო ჯაყელისა და ირაკლი მგალობლიშვილის ნაცვლად დაფიქსირდა შპს ,,მ.დ.კ+“. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 3205.6კვ.მ-ის ნაცვლად 2963.4კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 572.0კვ.მ-ის 538.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე სამსახურმა დაადგინა რომ აღნიშნული ტექნიკური ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 4559.4 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4559.4კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 2963.4კვ.მ, საზაფხულო ფართობად 538.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 მარტის №2469152 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 8 მარტის №2469152 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 June 2018Decision4030243 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal