ქალაქი თბილისი , ქუჩა ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) N37
Decision
- Decision number
- 4058115
- Decision date
- 9 July 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე აბულაძე
- Developer (company ID)
- 404382020
Parcel
- Cadastral code
- 01.15.05.089.008
- Owner
- შპს "თბილისის ხედი" (404382020)
- Area
- 353 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.05.089.008Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1605326
- Status
- Approved
- Registered
- 4 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 July 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 04 ივნისს №AR1605326 განცხადებით მომართა ალექსანდრე აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), ამაღლების (ყოფ. დავითაშვილის) ქ. N37–ში, შპს "თბილისის ხედი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო, სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის №3089430 გადაწყვეტილებით გაიცა დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ. სამსახურის 2018 წლის 26 თებერვლის №3840746 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 1153.71 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 588.43 კვ.მ, კომერციული ფართობი: 145.39 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 61.41 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 106.92 კვ.მ, სარდაფის ფართობი: 235.26 კვ.მ. ასევე სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 26 იანვრის NAR1573108 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის გამოც სართულებრივ გეგმებზე იდენტიფიცირებული არ არის ფართების დანიშნულება. აქედან გამომდინარე, ითხოვს შეთანხმებული გეგმების, წინამდებარე განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლებას. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შესწორებული გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -3.30; +0.00; +2.07, +3.30; +5.27, +6.60; +8,59, +9.90; +11,89, +13,55; +15,19 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 ოქტომბრის №2911013 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 July 2018Decision4058115 - Granted
- 6 July 2018City answer
- 6 July 2018Files uploaded
- 5 July 2018City answer
- 29 June 2018Deadline extendedby 10 days, new deadline: 17 July 2018
- 14 June 2018City answer
Documents
Other files1
- Amagleba 2018.07.06.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal