OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ჩიტაიას ქუჩა N14 (ყოფ. საბჭოს ქუჩა N64)

AR1605731Construction permitOther use4 June 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
3996089
Decision date
5 June 2018
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბექა ბარჯაძე
Developer (company ID)
202911359

People

  • Specialistსაჭიროების შემთხვევაში ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
    Name
    ქრისტინე დარჩია

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.16.01.017.021
Owner
შპს "საქყოფმშენი" (202911359)
Area
270 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1605731
Status
Not reviewed
Registered
4 June 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 June 2018Decision3996089 - Other
  2. 5 June 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 4 ივნისის AR1605731 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ჩიტაიას ქუჩა N 14-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 01.16.01.017.021) სასტუმროს ტიპის საცხოვრებლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. პასუხად გაცნობებთ, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის-რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონას, მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის ასევე დასაშვებია ხსენებული წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა, რომლის მიხედვით აღნიშნულ ზონაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებლის განთავსება საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. ამასთან ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილია საზოგადოებრივ-საქმიან ზონა (სსზ-2)-ში მიწის ნაკვეთის პარამეტრები. რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი უნდა იყოს 700 კვ.მ. შესაბამისად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები რომელთა ფართობიც ჯამში წარმოადგენს 643 კვ.მ-ს ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნული ზონის მინიმალურ მოთხოვნებს, შესაბამისად საკითხი განხილულ უნდა იქნას ურბანულ სამსახურში, რისთვისაც ახალი განაცხადი უნდა ატვირთოთ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, ურბანულ საკითხებზე განცხადებებების რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ urban.tbilisi.gov.ge, შესაბამის ნომენკლატურაში კერძოდ: • ინდივიდუალური პარამეტრის დადგენა მხოლოდ აღნიშნულის განხორციელებისა და დადებითი პასუხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე მსჯელობა. დადებითი პასუხის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ისტორიულ–არქიტექტურული ანალიტიკური კვლევაში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საპროექტო ობიექტის ესკიზური ვარიანტი („რენდერის“, მოცულობის ელ. ვერსია). ამასთან დაზუსტდეს ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით. ასევე საინფორმაციო დაფა (ბანერი) განთავსებული არსებულ სიტუაციაში წარმოდგენილი. საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას) სადაც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: შენობა-ნაგებობის მისამართი, შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები, შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები.(საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ) (თქვენ მიერ წარმოდგენილია ფოტომონტაჟი). საინფორმაციო დაფა უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის დახარვეზებულ ველში (საინფორმაციო დაფა–ბანერი*). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 60 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2018 წლის 4 ივნისის AR1605731 განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  3. 4 June 2018Files uploaded
  4. 4 June 2018Files uploaded
  5. 4 June 2018Files uploaded
  6. 4 June 2018Files uploaded
  7. 4 June 2018Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • ტოპო.dwg

Reports and surveys1

Other files5

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal