ქალაქი თბილისი , პეტრე ქავთარაძის ქუჩა N5
Decision
- Decision number
- 4051344
- Decision date
- 4 July 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შოთა გვანცელაძე
- Developer (company ID)
- 416294405
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.038.023
- Owner
- ამხანაგობა "ქავთარაძის ქ. N1-2007"
- Area
- 907 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.038.023Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1606838
- Status
- Approved
- Registered
- 7 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 July 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 7 ივნისს №AR1606838 განცხადებით მომართეს შოთა გვანცელაძემ, ალირეზა ყეზელარსალანიმ და ციცინო ახობაძემ. განმცხადებლება მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ: №01.14.03.038.023), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2017 წლის 10 ოქტომბრის № 3625227 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 13 დეკემბრის №3733351 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 1003.6 კვ.მ, საერთო ფართობად 7220.2 კვ.მ. განმცხადებლების განმარტებით, 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში უნდა დაფიქსირდეს შემდეგი მაჩვენებლები: საერთო ფართობი: 7220.2 კვ.მ-ის ნაცვლად - 7182.3 კვ.მ, საოფისე ფართობი: 802.8 კვ.მ-ის ნაცვლად 773.0 კვ.მ, კომერციული ფართობი: 557.8 კვ.მ-ის ნაცვლად 549.7 კვ.მ, ასევე მოთხოვნილია -3.00; 0.00; +3.00; +6.00 და +9.30 ნიშნულების გეგმების ჩანაცვლება. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებაში და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 7182.3 კვ.მ, საოფისე ფართობი: 773.0 კვ.მ, კომერციული ფართობი: 549.7 კვ.მ, ასევე -3.00; 0.00; +3.00; +6.00 და +9.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის №3568829 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 July 2018Decision4051344 - Granted
- 3 July 2018City answer
- 3 July 2018Files uploaded
- 2 July 2018City answer
- 7 June 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal