ქალაქი თბილისი , ქუჩა გამრეკელი , N 37
Decision
- Decision number
- 4043829
- Decision date
- 29 June 2018
- Outcome
- Granted
- Construction period
- 18 October 2016 – 18 October 2019
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი თოხაძე
- Developer (company ID)
- 402067721
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.025.140
- Owner
- გიორგი დანელია (P/N: *********26)
- Area
- 539 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.025.140Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1607118
- Status
- Approved
- Registered
- 8 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 June 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 8 ივნისის №AR1607118 განცხადებით მომართეს გიორგი თოხაძემ და კიუმარს ჰაშემმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, გამრეკელის ქუჩა N37, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.02.025.140), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №2892805 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ქუჩა გამრეკელი, N37, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.02.025.140) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად 123.19 კვ.მ-ის ნაცვლად 118.811კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 663.04კვ.მ-ის ნაცვლად 610.044კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 171.58 კვ.მ-ის ნაცვლად 112.606 კვ.მ-ის, მანსარდის ფართობად 110.0კვ.მ-ის ნაცვლად 129.413კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა რომ აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 1123.024.კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებაში. კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 118.811კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 610.044კვ.მ, საზაფხულო ფართობად 112.606 კვ.მ, მანსარდის ფართობად 129.413კვ.მ. საერთო ფართობად 1123.024კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 სექტემბრის №2866124 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 June 2018Decision4043829 - Granted
- 8 June 2018Files uploaded
Documents
Other files1
- AR.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal