ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N20
Decision
- Decision number
- 4074295
- Decision date
- 17 July 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ადელინა მამედოვა
- Developer (company ID)
- 405231011
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.008.078
- Owner
- გიორგი ავალიანი (P/N: *********06)
- Area
- 4,712 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.008.078Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1609292
- Status
- Approved
- Registered
- 18 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 July 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 ივნისს №AR1609292 განცხადებით მომართა ადელინა მამედოვამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.№20-ში, კერძო კუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.05.008.078), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის № 2445038 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში და დამკვეთად შ.პ.ს. „GBC”–ის ნაცვლად დაფიქსირდა შ.პ.ს. „ალზაკომი“. ასევე სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის № 3739221 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ოლიმპ ჯორჯია’’(ID ნომერი: 405231011). განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: განმცხადებელი ითხოვს საერთო ფართობად 30859.1კვ.მ-ის ნაცვლად 29560.8კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 18887.4კვ.მ-ის ნაცვლად 18886.9კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 1069.8კვ.მ-ის ნაცვლად 1066.7კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2529.3კვ.მ-ის ნაცვლად 2668.2კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2951.3კვ.მ-ის ნაცვლად 2976.6კვ.მ-ის, ვტოსადგომის ფართობად 5421.3კვ.მ-ის ნაცვლად 3962.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 29560.8კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 18886.9კვ.მ, კომერციულ ფართობად 1066.7კვ.მ, საზაფხულო ფართობად 2668.2კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2976.6კვ.მ, ვტოსადგომის ფართობად 3962.4 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებით შეთანხმებული -6,00 ნიშნულზე -2 სართულის გეგმა; -3.00 ნიშნულზე -1 სართულის გეგმა; 0.00 ნიშნულზე 1 სართულის გეგმა; +3.30 ნიშნულზე 2 სართულის გეგმა; +6.6 ნიშნულზე 3 სართულის გეგმა; +9.9 ნიშნულზე 4 სართულის გეგმა; +13.2 ნიშნულზე 5 სართულის გეგმა; +16.5 ნიშნულზე 6 სართულის გეგმა; +19.8 ნიშნულზე 7 სართულის გეგმა; +23.1 ნიშნულზე 8 სართულის გეგმა; +26.4 ნიშნულზე 9 სართულის გეგმა; +29.7 ნიშნულზე 10 სართულის გეგმა; +33.0 ნიშნულზე 11 სართულის გეგმა; +36.3ნიშნულზე 12 სართულის გეგმა; +39.6 ნიშნულზე 13 სართულის გეგმა; +42.9 ნიშნულზე 14 სართულის გეგმა; +46.2 ნიშნულზე 15 სართულის გეგმა; +49.5 ნიშნულზე 16 სართულის გეგმა; +52.8 ნიშნულზე 17 სართულის გეგმა; +56.1 ნიშნულზე 18 სართულის გეგმა; +59.4 ნიშნულზე 19 სართულის გეგმა; +62.7 ნიშნულზე 20 სართულის გეგმა; +66.0 ნიშნულზე 21 სართულის გეგმა; +69.3 ნიშნულზე 22 სართულის გეგმა; +72.6 ნიშნულზე 23 სართულის გეგმა; +75.9 ნიშნულზე 24 სართულის გეგმა; +79.2 ნიშნულზე 25 სართულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 18 ივნისს №AR1609292 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 სექტემბრის №2205731 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 17 July 2018Decision4074295 - Granted
- 16 July 2018City answer
- 16 July 2018Files uploaded
- 28 June 2018City answer
Documents
Other files1
- gasw bolo ad.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal