ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგლის , N 46
Applicant
- Name
- გივი ქიტიაშვილი
- Developer (company ID)
- 200020388
Parcel
- Cadastral code
- 01.12.07.007.014
- Owner
- შპს პეგასი (200020388)
- Area
- 1,200 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.07.007.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1610501
- Status
- Approved
- Registered
- 22 June 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 14 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 July 2018City answer
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1610501 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა #46-ში, #01.12.07.007.014 საკადსატრო ერთეულით რეგისტრირებულ ფართზე ნებართვის გაცემას და ითხოვთ წარმოების დაწყების შემთხვევაში წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 მაისს #AR1600558 ელექტრონული განცხადებით, სამსახურს მომართა მოქალაქე მოჰამად ნამდარმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა #46-ში, #01.12.07.007.014 საკადსატრო ერთეულით რეგისტრირებულ ფართზე (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი სახლის მშენებლობისათვის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნულის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხადარა. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. რაც შეეხება ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას, აღნიშნული საკითხი არ განეკუთვნება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას. თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. (მის: ჟ. შარტავას ქ. #7) დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, სამსახურის ტექნიკური პრობლემების ცხელ ხაზზე - 2378346, გამოაგზავნოთ შეტყობინება არქიტექტურის სამსახურის ონლაინ კონსულტაციაზე, ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ შარტავას ქ. #7, მერიის შენობა, პირველი სართული, სივრცე #4.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal