ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი ; ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი
Decision
- Decision number
- 4065858
- Decision date
- 12 July 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- საბა აფციაური
- Developer (company ID)
- 400214825
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.828
- Owner
- შპს "დეველოპერული კომპანია ფართი +" (400214825)
- Area
- 3,601 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.828Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1615515
- Status
- Approved
- Registered
- 12 July 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 July 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 12 ივლისს №AR1615515 განცხადებით მომართა საბა აფციაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ფუნქციური ზონის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 ივლისს №4062765 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში №01.72.14.035.828 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის აშენების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 1-ის პარამეტრების ნაცვლად, ბრძანებაში დაფიქსირებულია საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2-ის პარამეტრები და აღნიშნულის შესაბამისად ითხოვს შეცდომის გასწორებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, №01.72.14.035.828 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივ-საქმიანიზონა 1 (სსზ-1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და არსებობს შეცდომის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებაში. კერძოდ: კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველიდან ამოღებულ იქნას შემდეგი ჩანაწერი: ,,საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები: განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,7 კოეფიციენტი, კ-2 4,6 კოეფიციენტი, კ-3 0,2 კოეფიციენტი, საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ, მინიმალური სიგანე 20 მეტრი, მინიმალური სიღრმე 30 მეტრი, შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა’’. კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში ჩაწერილ იქნას შემდეგი ჩანაწერი, კერძოდ: ,,საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები: განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,7 კოეფიციენტი, კ-2 3,5 კოეფიციენტი, კ-3 0,2 კოეფიციენტი, საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ, მინიმალური სიგანე 20 მეტრი, მინიმალური სიღრმე 30 მეტრი, შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის №4062765 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 July 2018Decision4065858 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal