OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , მიკრო/რაიონი ვაზისუბანი IV , კვარტალი I , (შანდორ პეტეფის ქუჩა) ; ქალაქი თბილისი , ვაზისუბანი, ეშბას ქუჩაზე ; ქალაქი თბილისი , მიკრო/რაიონი ვაზისუბანი IV , კვარტალი I , (შანდორ პეტეფის ქუჩა) , (ნაკვ. 31/16)

AR1615739Construction permitOther use12 July 2018
Sign in to follow

Decision

Decision number
4070572
Decision date
16 July 2018
Outcome
Refused
Construction period
4 October 2017 – 4 October 2019
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შოთა ქარდავა
Organization
18285
Developer (company ID)
406090091

Parcel

Cadastral code
01.17.07.031.082
Owner
შპს "მეთანი" (406090091)
Area
2,795 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1615739
Status
Rejected
Registered
12 July 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 July 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 12 ივლისის №AR1615739 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ცვლილების შეტანას სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებაში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2013 წლის 7 ივნისს №724570 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ვაზისუბანში, ეშბას ქუჩაზე ავტო-გაზგასამართი სადგურის მშენებლობის მიზნით №01.17.07.031.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2017 წლის 11 აპრილის №3201989, 2017 წლის 1 ივნისის №3297675 და 2018 წლის 12 ივლისის № 4066676 ბრძანებებით შევიდა ცვლილებები სამსახურის 2013 წლის 7 ივნისს №724570 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. 2018 წლის 12 ივლისის № 4066676 ბრძანებით მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად დაფიქსირდა N01.17.07.031.082, მიწის ნაკვეთის ფართობად 2795 მ2, ვალდებულების ფართობად 40მ2 და ასევე მიეთითა რომ განაშენიანების კოეფიციენტების ანგარიში უნდა მოხდეს თანდართული ფუნქციური ზონების და აღნიშნული ზონების ფართობების ამსახველი რუკის შესაბამისად. სამსახურის 2017 წლის 4 ოქტომბრის №3589570 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, მიკრო/რაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, (შანდორ პეტეფის ქუჩა), (ნაკვ.31/16) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.17.07.031.016) და ქალაქ თბილისში, სექტორი ისანი, მიკრო/რაიონი ვაზისუბანი IV, კვარტალი I, (შანდორ პეტეფის ქუჩა) / ქალაქ თბილისში, ვაზისუბანი, ეშბას ქუჩაზე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.17.07.031.073) მრავალფუნქციური კომპლექსის A ბლოკის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 04 ოქტომბრიდან 2019 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე ბრძანებით დამკვეთს დაევალა ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში, განეხორციელებინა საკადასტრო ერთეულების გაერთიანება (საკადასტრო კოდებით №01.17.07.031.016 და №01.17.07.031.073) და წარმოედგინა გაერთიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებით სამსახურმა შესრულებულად ჩათვალა მოქალაქე შოთა ქარდავას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.10.2017 წ. №3589570 ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და №01.17.07.031.080 საკადასტრო კოდის ნაცვლად №01.17.07.031.082 საკადასტრო კოდის და მიწის ნაკვეთის ფართობად 2795 მ2 დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. სამსახურის მიერ განმცხადებლის მოთხოვნისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და №01.17.07.031.080 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაიყო N 01.17.07.031.082 და N 01.17.07.031.083 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებად. ასევე სამსახურმა დაადგინა, რომ 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებაში საკადასტრო კოდად დაფიქსირებულია №01.17.07.031.080, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობად 2911.0 კვ.მ. ამჟამად განმცხადებელი ითხოვს აღნიშნულ ბრძანებაში N 01.17.07.031.082 საკადასტრო კოდის დაფიქსირებას, რომლის ფართობიც შეადგენს 2795.00 კვ.მ-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეცვლილია მიწის ნაკვეთის ფართობი და კონფიგურაცია განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №3804014 ბრძანებაში საკადასტრო კოდის და მიწის ნაკვეთის ფართობის ცვლილებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის საფუძველს, აღნიშნული საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    Show more
  2. 16 July 2018Decision4070572 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal