OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , რობაქიძის გამზ. N7გ-ს მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , მასივი დიღომი , კვარტალი I , N14ა კორპუსის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა რობაქიძე , N 7გ; ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 53ა

AR1619171Construction permitOther use27 July 2018- Dighomi
Sign in to follow

Applicant

Name
მარინა მოწონელიძე
Developer (company ID)
402050588

Parcel

Cadastral code
01.13.04.004.032
Owner
შპს არქიპლიუს (402050588)
Area
1,339 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1619171
Status
Approved
Registered
27 July 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
10 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 August 2018City answer

    სამსახურმა განიხილა თქვენი NAR1619171 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, N01.13.04.004.032 და N01.13.04.004.016 საკადასტრო ერთეულებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ნებისმიერი განაცხადით მომართვის შემთხვევაში წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, რობაქიძის გამზ. N7გ-ს მიმდებარედ/დიღმის მასივი, Iკვ, კორპ. N14 ა-ს მიმდებარედ/ რობაქიძის ქ. N7გ-ში, (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) ამ ეტაპზე სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. ამასთან გაცნობებთ, რომ 2018 წლის 28 ივნისის NAR1610437 ელექტრონული განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე ზურაბ ბაღათურიამ და მოითხოვა ქ. თბილსიში, მარშალ გელოვანის გამზ. N53ა-ში, N01.13.04.004.016 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. საკითხის შესწავლის შედეგად მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნულის შეთანხმება არ მომხდარა. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal