OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 , (ნაკვ. 20/52)

AR1621129Construction permitOther use5 August 2018- Vashlijvari
Sign in to follow

Decision

Decision number
4129382
Decision date
20 August 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შალვა ლეკიაშვილი
Developer (company ID)
405204933

Parcel

Cadastral code
01.10.10.020.174
Owner
შპს "ულტრა პლიუსი" (211359493)
Area
3,121 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1621129
Status
Approved
Registered
5 August 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 August 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 5 აგვისტოს №AR1621129 განცხადებით მომართეს შალვა ლეკიაშვილმა და ზურაბ ჯოჯუამ და განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გოძიაშვილის ქუჩა №22 / ქალაქ თბილისში, გოძიაშვილის ქუჩა №24 / ქალაქ თბილისში გოძიაშვილის ქუჩა №24, (ნაკვ. 20/52), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.10.020.174), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოდან 2020 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882017524025, მომზადების თარიღი: 22/06/2017 11:08:25) თანახმად, N01.10.10.020.174 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „რენესანს კონსტრაქშენი“-ს (405204933) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17111437, მომზადების თარიღი: 06/10/2017 14:31:30) შპს „რენესანს კონსტრაქშენი“-ს (405204933) დირექტორია ზურაბ ჯოჯუა (პ/ნ 01005031191), რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 7359.9კვ.მ-ის ნაცვლად 6635.91 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1023.41 კვ.მ-ის ნაცვლად 1063.00 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 11701.47 კვ.მ-ის ნაცვლად 11017.07 კვ.მ-ის დაფიქსირებას. შეტყობინებით წარმოდგენილია შესაბამისი გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება. უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებაში და და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 6635.91 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1063.00 კვ.მ, საერთო ფართობი: 11017.07 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებით შეთანხმებული 4.50, 7.80, 11.10, 14.40, 17.70, 21.00, 24.30, 27.60, 30.90, 34.20, 37.50 და 40.80 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე შეტყობინებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს №3499411 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 August 2018Decision4129382 - Granted
  3. 17 August 2018City answer
  4. 17 August 2018Files uploaded
  5. 4 August 2018Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal