OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა სუხიშვილი , N7

AR1621881Construction permitOther use8 August 2018- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
4134581
Decision date
23 August 2018
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი მუხიაშვილი
Developer (company ID)
406131662

Parcel

Cadastral code
01.19.39.029.046
Owner
ზვიად მეფარიშვილი (P/N: *********41)
Area
2,600 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1621881
Status
Rejected
Registered
8 August 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
15 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 August 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 08 აგვისტოს №AR1621881 განცხადებით მომართეს გიორგი მუხიაშვილმა და ლევან ნასყიდაშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს მოითხოვეს ამავე სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 05 დეკემბრის №2970698 ბრძანებით ქალაქ თბილისში, სუხიშვილის ქუჩა N7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.19.39.029.046) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა მრვალფუნქციური კომპლექსი/შენობა (კომერციული, საცხოვრებელი). სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანება განხილულ იქნა სამსახურის 2016 წლის 05 დეკემბრის №2970698 ბრძანებასთან ერთად. განმცხადებლების განმარტებით, საპროექტო შენობის ძირითადი ფუნქციური დანიშნულება იქნება საცხოვრებელი და ითხოვენ სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ვინაიდან, 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2016 წლის 05 დეკემბრის №2970698 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა მრვალფუნქციური კომპლექსი/შენობა (კომერციული, საცხოვრებელი), აღნიშნული საპროექტო ობიექტის შესაცვლელად საჭიროა იგივე პროცედურის გავლა. კერძოდ, საპროექტო ობიექტის შეცვლის მიზნით, საჭიროა განაცხადი დარეგისტრირებულ იქნას სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge), ელექტრონული განცხადებების ველში შემდეგი ნომენკლატურით: „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები’’ – „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილება“, რის შედეგადაც პროგრამა ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს წარმოსადგენ დოკუმენტაციას. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სამსახური იმსჯელებს განაცხადში მითითებულ საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №3967443 ბრძანება. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 August 2018Decision4134581 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal