OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი , ქუჩა ბაღდადი , ნაკვეთი 23/042

AR1623768Construction permitOther use17 August 2018
Sign in to follow

Applicant

Name
გიორგი ზოიძე
Developer (company ID)
405253381

Parcel

Cadastral code
01.17.12.023.050
Owner
სახელმწიფო
Area
1,840 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1623768
Status
Interim decision
Registered
17 August 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 10 September 2018 (2,996 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 September 2018City answer

    2018 წლის 17 აგვისტოს №AR1623768 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 17 აგვისტოს №AR1623768 განაცხადით მომართა გიორგი ზოიძემ და ამავე სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №3457380 და 2017 წლის 11 ოქტომბრის №3603256 ბრძანებებში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №3457380 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ქუჩა ბაღდადი, ნაკვეთი 23/042, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.12.023.050), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2017 წლის 11 ოქტომბრის №3603256 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებებში დამკვეთად დაფიქსირდა ზაურ გოგინაშვილი (პ/ნ 01009005230). წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 11 აგვისტოს №3457380 და 2017 წლის 11 ოქტომბრის №3603256 ბრძანებებში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად ზაურ გოგინაშვილის (პ/ნ 01009005230) ნაცვლად, შპს „თბილისი პალასი“-ს (405253381) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ დამკვეთის უფლებამოსილების გამოკლველვა ხორციელდება არა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე, არამედ მშენებლობის ნებართვის გაცემისას. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია 2017 წლის 11 აგვისტოს №3457380 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შესაძლებლობას. რაც შეეხება სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3603256 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების საკითხს, საჯარო რეესტრის ამონაწერის - (განაცხადის რეგისტრაცია – №892018726461, მომზადების თარიღი: 21/08/2018 13:41:34) თანახმად, ქ. თბილისში, ბაღდადი ქუჩაზე (ნაკვეთი 23/042) მდებარე, N01.17.12.023.050 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „თბილისი პალასი“-ს (405253381) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18093292, მომზადების თარიღი: 04/09/2018 12:12:02), შპს „თბილისი პალასი“-ს (405253381) დირექტორია შიო მაჭავარიანი (პ/ნ 01024018880), რომელსაც სამსახურისთვის 2017 წლის 11 ოქტომბრის №3603256 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით არ მოუმართავს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. შესაბამისად, იმისათვის, რომ განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით, მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა, განმცხადებელმა წარმოადგინოს შიო მაჭავარიანის (პ/ნ01024018880) მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, მისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შიო მაჭავარიანი (პ/ნ01024018880) დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შიო მაჭავარიანის (პ/ნ01024018880) მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, მისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შიო მაჭავარიანი (პ/ნ01024018880) დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2018 წლის 17 აგვისტოს №AR1623768 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 17 August 2018Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal