OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , მუხიანის ქუჩა N2ა ; ქალაქი თბილისი , დასახლება თემქა, ს/ს "თემქა პურის" შესასვლელთან, (ნაკვეთი N01/011)-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , დასახლება თემქა , ს/ს "თემქა-პური"-ს შესასვლელთან , (ნაკვ. 01/011)

AR1624405Construction permitOther use21 August 2018- Mukhiani
Sign in to follow

Decision

Decision number
4133319
Decision date
23 August 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა ქაცარავა
Developer (company ID)
205279740

Parcel

Cadastral code
01.12.05.001.077
Owner
შპს "ბაზისი" (205279740)
Area
5,888 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1624405
Status
Approved
Registered
21 August 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 August 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 21 აგვისტოს NAR1624405 განცხადებით მომართა მამუკა ქაცარავამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, სექტორი ნაძალადევი, მუხიანის ქუჩა N2ა / ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა, ს/ს "თემქა პურის" შესასვლელთან, (ნაკვეთი N01/011)-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, დასახლება თემქა, ს/ს "თემქაპური"-ს შესასვლელთან, (ნაკვ. 01/011), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.12.05.001.077) საავადმყოფოს შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 22 იანვრის №3782890 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N892018649587, მომზადების თარიღი: 24/07/2018 11:06:33) თანახმად, 01.12.05.001.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ბაზისი“-ს (205279740) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია - B17080749, მომზადების თარიღი: 07/08/2017 11:03:18), სს „ბაზისი“-ს დირექტორია მამუკა ქაცარავა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საოფისე ფართობი - 523.1 კვ.მ.-ის ნაცვლად უნდა იყოს - 755.80 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 91.2 კვ.მ.-ის ნაცვლად - 77.70 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 3357.54 კვ.მ.-ის ნაცვლად - 3590.80 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 3115.15 კვ.მ.-ის ნაცვლად - 2853.90 კვ.მ., სასწავლო აუდიტორიის ფართობი: 148.65 კვ.მ.-ის ნაცვლად - 173.00 კვ.მ., პალატების ფართობი: 2476.13 კვ.მ.-ის ნაცვლად - 2125.20 კვ.მ., საორდინატორო და საოპერაციო ფართობი: 614.07 კვ.მ.-ის ნაცვლად - 555.60 კვ.მ., საერთო ფართობი: 10325.84 კვ.მ-ის ნაცვლად - 10132.00 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ცვლილების შეტანა სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებაში და ბრძანების პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 755.80 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 77.70 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 3590.80 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 2853.90 კვ.მ., სასწავლო აუდიტორიის ფართობი: 173.00 კვ.მ., პალატების ფართობი: 2125.20 კვ.მ., საორდინატორო და საოპერაციო ფართობი: 555.60 კვ.მ., საერთო ფართობი: 10132.00 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 22 ნოემბრის №3697789 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 August 2018Decision4133319 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal