ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, N 256
Decision
- Decision number
- 4148745
- Decision date
- 3 September 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანა კაჭკაჭიშვილი
- Developer (company ID)
- 425362341
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.006.577
- Owner
- ღვთისავარ ცუცქირიძე (P/N: *********46) (P/N: *********46)
- Area
- 415 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.006.577Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1625763
- Status
- Approved
- Registered
- 29 August 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 September 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 აგვისტოს №AR1625763 განცხადებით მომართეს ანა კაჭკაჭიშვილმა და რამაზ ვარდოსანიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N256 კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.006.577), და ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისი, (თბილისის მიმართულებით) კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.006.999) რესტორნის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა 2018 წლის 20 აპრილის ნაცვლად, უნდა იყოს 2020 წლის 20 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას და მშენებლობის ვადად 2020 წლის 20 აპრილის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 27 ივნისის NAR1611240 განცხადებით, მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 24 (ოცდაოთხი) თვეზე და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა (2018 წლის 20 აპრილი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 20 აპრილიდან 2020 წლის 20 აპრილის ჩათვლით“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს №4128354 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 September 2018Decision4148745 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal