ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 6
Decision
- Decision number
- 4201186
- Decision date
- 4 October 2018
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი გეგელია
- Developer (company ID)
- 205279884
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.011.015
- Owner
- შპს "დი ელ ვი ფროფერთი მენეჯმენტ" (404658857)
- Area
- 252 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026
Plots and zoning
- 01.14.11.011.015Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1628330
- Status
- Not reviewed
- Registered
- 4 September 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 30 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 October 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 4 სექტემბრის AR1628330 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი #6-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: # 01.14.11.011.015) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: იმისათვის, რომ, არქიტექტურის სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა ფუნქციური დანიშნულების შესაბამის ველში დააზუსტოთ, თუ რა ფუნქციები იგულისხმება მრავალფუნქცურ შენობა–ნაგებობაში და დამატებით წარმოადგინოთ: საინფორმაციო დაფა – რომელიც განთავსებული უნდა იქნეს რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას. საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საჭიროა საინფორმაციო დაფაზე სრულად მიუთითოთ აღნიშნული მონაცემები. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი; საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ) აღნიშნული დოკუმენტი უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის დახარვეზებულ ველში (საინფორმაციო დაფა-ბანერი*). აქვე გაცნობებთ, საპროექტო მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1). საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1)–ში შესაძლებელია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის (იხ.დანართი). განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 3,5 კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 600 / 700 * კვ.მ მინიმალური სიგანე 15 / 20 * მეტრი მინიმალური სიღრმე 25 / 30 * მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის მოცემული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: #01.14.11.011.015) ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს და საჭიროა წარმოადგინოთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სპეციალური (ზონალური) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2018 წლის წლის 4 სექტემბრის AR1628330 განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 4 October 2018Decision4201186 - Other
- 4 September 2018Files uploaded
- 4 September 2018Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- [number]_24) TOPO .dwg
Other files6
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal